Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე       ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის რექტორის № 114/01-01,  26.04.2022 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის საფუძველზე” ვბრძანებ:

1. 2021-2022   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის   საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (43 422 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.

2.   საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტის      დეკანის            N7/30,      14.05.2021      ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

3.  სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველაჩაბარებულ    საგანში    მინიმუმ    81    ქულისა    და    მეტის    საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.

4.   2021-2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრში  დაფინანსებული  თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტთა რაოდენობისა და გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)   აკადემიური   შედეგებისა   (95–100   ქულა)   და       სამეცნიერო   აქტივობების

გათვალისწინებით,    დაფინანსება     განხორციელდეს     სწავლის     სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 57.03 % -ით, კერძოდ 802 ლარის ოდენობით;

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 43.95 % -ით, კერძოდ 618 ლარის ოდენობით;

გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 36.84  % -ით, კერძოდ 518 ლარის ოდენობით;

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 29.72 %- ით, კერძოდ 418 ლარის ოდენობით.

5. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.